ფარცხალაძეზე არანაირი გამოძიება არ დაიწყება - ირაკლი კუპრაძე

18.09.23 12:04
ფარცხალაძეზე არანაირი გამოძიება არ დაიწყება - ირაკლი კუპრაძე

"ლელოს" გენერალური მიდვანი დარწმუნებულია, რომ ფარცხალაძის საქმეზე სუსი გამოძიებას არ დაიწყებს. ირაკლი კუპრაძის თქმით, უწყების განცხახდება, თითქოს საკითხზე მოკვლევა დაიწყო, სასაცილო და სამსარცხვინოა. 

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ "ოცნების" ყველა ნაბიჯი ცხადყოფს, რომ ის კრემლის ინტერესებს მესახურება. 

ფარცხალაძეზე არანაირი გამოძიება არ დაიწყება და სუსი განცხადება, რომ თითქოს რაღაც მოკვლევა დაიწყეს, ეს არის სასაცილო და სამარცხვინო. საუბარია რუსეთის აგენტზე, ოლიგარქზე, თანამდებობის პირზე საქართველოს სახელმწიფოშ, რომელსაც კარი გაუხსნა ბიძინა ივანიშვილმა პერსონალურად, ჩააბარა ყვეალზე მნიშვნელლოვანი საქმე. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ფარცხალაძე არ არის ინდივიდუალური შემთხვევა, ეს არის სისტემური შემთხვევა „ქართულ ოცნებაში და „ლელოს“ მესიჯი, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი ყველა ნაბიჯით ემსახურება კრემლის ინტერესებს, დასტურდება ყოველ ჯერზე, როცა მსგავსი ფაქტის გამოაშკარავება ხდება, - ამბობს კუპრაძე

ფარცხალაძე შტატების სანქცირებულთა სიაში ოთხი დღის წინ მოხვდა. პოლიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სპეცსამსახურებმა ექსს მაღალჩინოსანი ქვეყნიდან გააპარეს. 

მსგავსი სიახლეები