პრეზიდენტისგან სიკეთეს არ უნდა ველოდოთ - გივი მიქანაძე

18.09.23 12:13
პრეზიდენტისგან სიკეთეს არ უნდა ველოდოთ - გივი მიქანაძე

"ოცნების" წევრი გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ პრეზიენტი კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმეგია და მისგან სიკეთეს არავინ უნდა ელოდოს. სახელისუფლები გუნდის წევრი ისევ იმეორებს, რომ ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს და მან დეპუტატების  მხარდაჭერა არ უნდა მიიღოს. 

ის ადამიანი, ვინც კონსტიტუციის მთავარი გარანტი უნდა იყოს არ უნდა არღვევდეს კონსტიტუციას უხეშად, დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მთელმა საზოგადოებამ მოისმინა, ადამიანი, რომელიც ამბობს საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ამ ადამიანისგან რაიმე სიკეთეს არ უნდა მოელოდო, რომ ის იბრძოლებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკური არის, რომ მან ვერ მიიღოს მხარდაჭერა", - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე.

მსგავსი სიახლეები