პრეზიდენტი არ არის "კავკასიის ტყვე ქალი", ირაკლი კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში - მანჯგალაძე

18.09.23 12:20
პრეზიდენტი არ არის "კავკასიის ტყვე ქალი", ირაკლი კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში - მანჯგალაძე

პრეზიდენტი არ არის "კავკასიის ტყვე ქალი", ირაკლი კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლს" წევრი პაატა მანჯგალაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის წინააღმეგ დაწყებული იმპიჩმენტი ქვეყნის ევროპული კურსის დივერსიაა, რადგან ხელისუფლების ინტერესში საქარტველოს ევროინტეგრაცია არ შედის. 

მაღალი დონის შეხვედრების წინ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დაწყება არის დივერსია ჩვენი ევროპული კურსის. ამას აკეთებს ორი მიზეზით, ერთი, რომ ევროპელ პარტნიორებს უთხრან, რომ ეს არ გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას და ჩვენ სხვაგან ვართ და იქნებ შეძლონ, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და მეორე საკითხია, შიდა პოლიტიკური სივრცის პრობლემების გადაფარვა. პრეზიდენტი არ არის კავკასიის ტყვე ქალი ირაკლი კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში", - ამბობს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები