დეოლიგარქიზაციის კანონი ივანიშვილის გარეშე - პარლამენტი პროექტის განხილვას უბრუნდება

18.09.23 12:46
დეოლიგარქიზაციის კანონი ივანიშვილის გარეშე - პარლამენტი პროექტის განხილვას უბრუნდება

დეოლიგარქიზაციის კანონი ივანიშვილის გარეშე - საქართველოს პარლამენტი პროექტის განხილვას უბრუნდება. საკანონმდებლო ორგანოში დააახლოებით ერთ საათში დეპუტატები შეიკრიბებიან და მესამე მოსმენით განიხილავენ ვენეციის კომისიის მიერ დაწუნებულ კანონპროექტს. 

ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის განხილვა დეკემბრამე გადადო, თუმცა მოულოდნელად მმართველმა გუნდმა აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება გადაწყვიტა. 

ჩვენ დაწყებული გვქონდა კანონზე მუშაობა, თუმცა გავჩერდით ჩვენი მეგობრების მოთხოვნით, შემდეგ მოგვცეს გზამკვლევი, თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი ქველმოქმედება აქვს ქვეყანაში გაკეთებული. მე თუ მკითხავთ, ყველაზე დიდი ქველმოქმედება და მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი მის მიერ იყო, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა. მერე აღმოჩნდა, რომ თუ ფულს გადაიხდი, შესაძლებელია ნებისმიერი რეზოლუციის მიღება. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, სამწუხაროა, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გაკეთებული სამარცხვინო განცხადებები ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ აღნიშნული კანონის მიღება დაუშვებელია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეს კანონი ვენეციის კომისიამ დაიწუნა. ოპონენტები თლან, რომ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟია, რადგანდ ასავლელი პარტნიორების მოთხოვნას არ შეესაბამება.

ეს უნდა იყოს სისტემური მიდგომა, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებელ და არა პარტიულ მუშაობას და მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს არასათანადო გავლენების ალაგმვას. სამართლებრივი შეფასება, რომელიც გვაქვს ვენეციის კომისიისგან მიღებული, პირდაპირ ეუბნება "ოცნებას, რომ ის, რაც თქვენ დაწერეთ და ზოგადად, კანონის მიღება პრობლემას არ მოაგვარებს, შესაბამისად, რეკომენდაციას ვერ შესრულებას, შესაბამისად, ამით თქვენ შეუქმნით პრობლემას კანდიდატის სტატუსის მიღებას. "ქართულმა ოცნებამ" ახლა უნდა გააკეთოს არჩევანი, - ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები