საპროტესტო მსვლელობა შოთაძის გადადგომის მოთხოვნით - აქციამ ფინანსთა სამინისტროსთან გადაინაცვლა
მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ამ წუთებში თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა გენერალური პროკურატურის შენობიდან ფინანსთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, როგორც გენერალურ პროკურატურაში, ასევე ფინანსთა სამინისტროში ფარცხალაძის კადრები მუშაობენ და რადგან ფარცხალაძე რუსული სპეცსამსახურების კადრია, მის მიერ დანიშნულმა პირებმა თანამდებობები უნდა დატოვონ.
ირაკლი შოთაძე საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად სწორედ ფარცხალაძის შემდეგ მივიდა. დამტკიცების დროს კი პარლამენტში თქვა, რომ ფარცხალაძე მისი ახლო მეგობარია - გამოდის, რომ ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება ახლა ჩაბარებული აქვს ადამიანს, რომელიც საქართველოს მტერი სახელმწიფოს აგენტია. ამიტომ ოპოზიცია ამბობს, რომ ის ახლა ყველაფერს გააკეთებს, რომ ფარცხალაძისა და რუსული სპეცსამსახურების კავშირები არ დაადგინოს.
შოთაძე არის ფარცხალაძის კადრი ანუ კგბ-შნიკების კადრი ზის პროკურატურაში. ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, მათ შორის პროკურატურაში დერუსეთიზაციას,“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ჩვენი მოთხოვნაა, კგბ-შნიკი ოთარ ფარცხალაძის მიერ რეკომენდებული პირები, მათ შორის თანამდებობის პირები, რომლებიც დღესაც იკავებენ მთავარი პროკურორების თანამდებობას, დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობა და დაიწყოს მათ მიმართ გამოძიება და ყველას მიმართ იქნას დასმული კითხვები, რამდენად ჰქონდა მათზე გავლენა ოთარ ფარცხალაძეს, კგბ-შნიკს,“ - ამბობს ირაკლი აბესაძე.