სამთავრობო თვითმფრინავი კალაძისთვის - შალვა პაპუაშვილისთვის საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები გაუგებარია
მაღალჩინოსნების მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში პარლამენტის თავმჯდომარე გასაკვირს ვერაფერს ხედავს. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ბორტი N1-ის დაქირავება ნებისმიერი მსურველს შეუძლია.
ამასთან, პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ კალაძის ფინანსებტან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობეს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ "ოცნების" გენერალური დირექტორი ფინანსურად შეძლებულია.
ის დაწესებულება, რომლის ბალანსიც ის არის, მას აქვს სრული უფლება, რომ ამ თვითმფრინავის ექსპლუატაცია მოხდეს, კერძო დავალების საფუძველზეც, ითქვა თავიდანვე და თქვენ ახლა რასაც ჰყვებით არის სწორედ ეს ისტორია, რომ რა თქმა უნდა კერძო შეკვეთებითაც შეიძლება მოხდეს გაფორმდეს ჩარტერული, აქვს თუ არა ფინანსური საშუალებები მათ, ვინ ეს გამოიყენეს. მე მგონი, კახი კალაძეზე რატომ გიჩნდებათ საერთოდ ამასთან დაკავშირებით, კითხვა, რატომ გიჩნდებათ, რომ მას აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა, მე მგონი, ასეთი კითხვის დასმა არასერიოზულია. რაც შეეხება სხვა პირებს, აქაც არის დეკლარაციები წარმოდგენილი. ადამიანებს სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, ამის რისი თქმა გინდათ", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.