გიორგი ვაშაძე: „ქოცები“ არიან რუსები - აი, ეს არის სუს-ის განცხადების შინაარსი
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სუსის განაცხადებას აბსურდს და სისულელეს უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ახლა რუსული ჯაშუშურის ქსელიდან ყურადღების გაატანას ცდილობს. მისი თქმით, ხელისუფლება რუსეთზე დაქვემდებარებას ყველა გზით ცდილობს.
საზოგადოება რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენას ელის. აშშ-ს მიერ სანქცირებულია ფარცხალაძე რუსული ჯაშუშური სქემის გატარებისთვის. სუს-ი ამ ფონზე ამ სისულელეს და აბსურდს ავრცელებს, რისი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ვისაუბროთ ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ საქართველოში რუსული ჯაშუშური ქსელი მოქმედებს.
ეს ყველაფერი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სუს-ი სწორედ ფარცხალაძისა და რუსეთის დაკვეთას ასრულებს.
ამ ადამიანებს უნდათ წარმოგვიდგინონ, რომ გია ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინელების მხარდამხარ, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ყოფილა საქართველოს მტერი და ფარცხალაძე ყოფილა საქართველოს მეგობარი.
დღეს, როცა ყველა სამუშაო უნდა იყოს რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენაზე, ფარცხალაძესთან დაკავშირებული ყველა პირის თანამდებობიდან ჩამოშორებაზე, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, რომ საქართველო სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ამ დროის ისევ და ისევ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან.
ქართველ ხალს გვებრძვიან, აბსურდს იგონებენ, ზღაპრებს თხზავენ იმისთვის, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე დაუქვემდებარონ რუსეთს, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.