უკრაინის სადაზვერვო სამსახური ჩვენს ქვეყანაში არეულობას გვიწყობს - პაპუაშვილი

18.09.23 13:27
უკრაინის სადაზვერვო სამსახური ჩვენს ქვეყანაში არეულობას გვიწყობს - პაპუაშვილი

სუსის მსგავსად პარლამენტის თავმჯდომარეც ირწმუნება, რომ უკრაინას საქართველოში არეულობის მოწყობა უნდა. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინა საქართველოში იმავეს აკეთებს, რასაც რუსეთი მათ ქვეყანაში. 

პუტინის სტილში მოქმედებს უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილე, რომელიც სხვა ქვეყანაში აწობს არეულობას. ეს არის პუტინიზმი სინამდვილეში. ყველაზე დიდი ტრაგედია იმაშია, რომ რასაც რუსეთია აკეთებს უკრაინაში, უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი თავის მხრივ ცდილობს, რომ გააკეთოს საქართველოში. დაზვერვის უფროსის მოადგილე უკვე მეორეჯერ იქნა მხილებული. რომელიმე ენჯეო ამ ქვეყანაში ოდესმე გაბედავს, რომ დადგეს თავის ქვეყნის მხარეს და არა, ამ შემთხვევაში, უკრაინის დაზვერვის მხარეს? რომელიმე პოლიტიკოსი ოპოზიციაში გაბედავს დადგეს თავისი ქვეყნის მხარეს და არა უკრაინის დაზვერვის მოადგილის მხარეს? ქვეყანა დღეს არის ომში, ქვეყანა, რომელსაც საქართველო ასეთ დოლიდარობას უცხადებს, იმ ქვეყნის სადაზვერვო სამსახური ჩვენს ქვეყანაში გვიწყობს არეულობას. ამაზე მეტი სკანდალი რა უნდა იყოს?, - ამბობს პაპუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები