ოლიგარქიულ "ბლატავში" არიან, მოქალაქეების ბედი არ ანაღვლებთ - ვაშაძე "ოცნებაზე"
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას მოქალაქეების ბედი არა ნაღვლებთ და მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ზრუნავენ. საუბარია მაღალჩინოსნების მიერ სამტავრობო თითმფრინავის კერძო ინტერესებითვის გამოყენებაზე.
ოპოზიციონერი ლიდერი ხელისუფლების წარმომადგენლებს ფსკერზე დასულ, გაზულუქებულ არაადამიანებს უწოდებს, რომლებსაც არ შოვის და არც გურიის ტრაგედია ადარდებთ.
ამ ადამიანებისთვის არც გლოვა არსებობს საქართველოში, არც ტრაგედია არსებობს, არც ადამიანების ტკივილი არსებობს, მათ ხომ ადამიანობა აქვთ გამოცლილი და დაკარგული. ოლიგარქიულ ბლატავში არიან თავიდან ბოლომდე ქვეყანაში. არ აინტერესებთ საქართველოს მოქალაქეებს შოვში რა დაემართათ, ბათუმში რა დაემართათ, გურიაში რა დაემართათ, ოღონდ კარგად იყვნენ, ოღონდ შოპინგის დრო არ მოაკლდეთ და დაკარგონ, ოღონდ დუბაიში მაგრად დაისვენონ ჭირსაც წაუღია საქართველო და ყველა საქართველოს მოქალაქე, არაადამიანები არიან უბრალოდ, უღირსი ფსკერზე დასული, გაზულუქებული, გამდიდრებულია ადამიანები, აი, ესენი არიან ეგენი", - ამბობს გიორგი ვაშაძე.