ხელისუფლებას სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ინტერესებისთვის გამოყენება ნორმად მიაჩნია - სამნიძე
ხელისუფლებას სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ინტერესებისთის გამოყენება ნორმად მიაჩნიათ, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე საუბრობს. ოპოზიიციის წევრის თქმით, ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი დანაშაულის ჩამდენი მარალჩინოსნები უკვე გადამდგარები იქნობოდნენ.
იმდენად უტიფარია, როგორც პრემიერი ასევე ქალაქის მერი, რომ მათ ჰგონიათ, რომ პირადი ინტერებისთვის სახელმწიფო ქონების გამოყენება და მერე ამაზე ასე უტიფარი განცხადება არ არის ნორმალური. ნორმალურ ქვეყანაში ორივე უკვე გადამდგარი იქნებოდა და ორივესთან დაკავშირებით საზოგადოებაში იქნებოდა ძალიან სერიოზული რეაგირება. მათ აქვთ იმედი, რომ იმდენი პრობლემა აქვთ ამ ქვეყანაში ადამიანებს, რომ არც კი შეუძლიათ, რომ ასეთ რამეებზე რეაგირება მოახდინონ", - ამბობს ხათუნა სამნიძე.
შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ პრემიერის მსგავსად სამთავრობო თვითმფრინავით დედაქალაქის მერის დაფრინავდა. ხმაურიან რეპორტაჟში დეტალურად არის აღწერილი როდის და სად მიფრინავდა კალაძე ოჯახთან ერთად.
ირკვევა მეტიც, სამთავრობო ფრენების რადარის ჩანაწერებში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავს განაცხადი ერთ მიმართულებაზე ჰქონდა გაკეთებული, გზაში, კი ბორტზე მყოფი პირების სურვილის მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავს, მართლაც ტაქსივით გეზს აცვლევინებდნენ და სხვა ქვეყნისკენ ატრიალებდნენ.
ცნობილია ისიც, რომ ფრენების გადახდის შესახებ ინფორმაცია კალაძის მიერ შევსულ გასული წლების დეკლარაციებში ასახული არ არის.