სააკაშვილი: ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების დეტალები ფარცხალაძის მიერ ფორმულირდება და მოსკოვთან თანხმდება
"ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი ფარცხალაძის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც"- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოცოალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.
მისი თქმით, ფარცხალაძე პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც არჩილ კბილაშვილმა უარი თქვა ივანიშვილის დავალების შესრულებაზე და მის წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა.
"სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი. ის პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კბილაშვილმა უარი თქვა პატრონის დავალების შესრულებაზე და ჩემს წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა. ფარცხალაძემ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იკადრა.
ამის შემდეგ ივანიშვილი იძულებული გახდა ის ე.წ. ბოტასების საქმის გამო მოეხსნა, მაგრამ რეალურად ჩრდილიდან სწორედ ის მართავს პროკურატურასა და სასამართლოს.
ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც. ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც", - აცხადებს სააკაშვილი.