იმპიჩმენტის თემამ პრეზიდენტზე ვერ იმოქმედა - ანა ნაცვლიშვილი
"იმპიჩმენტის თემამ პრეზიდენტზე ვერ იმოქმედა და ეს კარგია, ის აგრძელებს ევროპულ ტურნეს," - ასე ეხმაურება "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპული ტურნეს გაგრძელებას. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიუხედავად პრეზიდენტი შვეიცარიაშია და შეხვედრებს მართავს.
როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, პრეზიდენტის მხრიდან პრინციპული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, მმართველი გუნდი მასზე თავდასხმას მაინც გააგრძელებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს.
იმპიჩმენტის თემამ პრეზიდენტზე ვერ იმოქმედა და ეს კარგია, ის აგრძელებს ევროპულ ტურნეს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ერთი მხრივ, ბრიუსელისთვის და მეორე მხრივ, კრემლისთვის იმის ჩვენება, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ისინი ყველა ხერხით, აბსურდული მექანიზმებითაც კი, როგორიც არის პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ამითაც კი შეეწინააღმდეგებიან,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.