სამთავრობო თვითმფრინავი კალაძისთვის - ანზორ ჩუბინიძე კრიტიკულ კითხვებს ემალება
სამთავრობო თვითმფრინავი კახა კალაძისთვის - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფი, ვისკენაც დედაქალაქის მერმა "პირველები" დღის პირველ ნახევარში გადაამისამართა გაუჩინარებულია.
"შაბათის ეთერის" რეზონანსული გამოძიების შემდეგ, ანზორ ჩუბინიძე კრიტიკულ მედიასთან არ გამოჩენილა. შესაბამისად, უპასუხოდ რჩება კითხვა, რატომ იყენებენ პირადი მიზნებისთვის ხელისუფლების მაღალჩინოსნები სამთავრობო ბორტს.
ჩუბინიძე "პირველების" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, მის უწყებაში კი "ტვ პირველის" რეპორტიორს უთხრეს, რომ იმის გასარკვევად, არის თუ არა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი სამსახურში, სპეციალური წერილით უნდა მივმართოთ.
ამასთან, ჩუბინიძის უწყებაში " ტვ პირველს" ყველა ის კითხვა, რომელიც სკანდალურ რეისს უკავშირდება წერილობით დააწერინეს და პირობა მისცეს, რომ პასუხებს ონლაინ, დისტანციურად დაუბრუნებენ.
"პირველები" განცხადებაში ინტერესდება, რამდენჯერ გამოიყენა კახა კალაძემ ბორტი N1, რა თანხა გადაიხადა, როგორ მოხდა ანგარიშსწორება, ვის ჩაურიცხა მგზავრობის საფასური და სხვა.