სანამ ფარცხალაძეზე არ მოგვიყვები, ყოველი ბრიფინგი იუმორის აფეთქებას გამოიწვევს - ლომჯარიას სუს-ს

18.09.23 13:54
სანამ ფარცხალაძეზე არ მოგვიყვები, ყოველი ბრიფინგი იუმორის აფეთქებას გამოიწვევს - ლომჯარიას სუს-ს

სახელმწიფო გადატრიალება - სუს-ის განცხადებას ოთარ ფარცხალაძის საკითხის გადაფარვად აფასებს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. 

ლომჯარიას შეფასებით, სუს-ის ყველა ბრიფინგი "იუმორის აფეთქებას გამოიწვევს" მანამ, სანამ სუს-ი არ გასცემს მთავარ კითხვას პასუხს - რას გეგმავდა ფარცხალაძე საქართველოში ფსბ-ის დახმარებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia სანამ ფარცხალაძეზე არ მოგვიყვებით რას გეგმავდა საქართველოში ფსბ-ს დავალებით, ვინ არიან მისი მოკავშირეები თუ ხელის დამფარებლები, მანამდე თქვენი ყოველი ბრიფინგი მხოლოდ იუმორის აფეთქებას გამოიწვევს," - წერს ლომჯარია.

მსგავსი სიახლეები