ბიზნესი რუსეთში ძალიან ბევრ ქართველს აქვს და ყველას დავერიოთ?! - ირაკლი ქადაგიშვილი
"ბიზნესი რუსეთში ძალიან ბევრ ქართველს აქვს და ყველას დავერიოთ?! - ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას.
ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-სგან მტკიცებულებებს ითხოვს. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ „ფარცხალაძეს 10 წელზე მეტია არანაირი შეხება არ ჰქონია არც პოლიტიკურ და არც საჯარო სივრცესთან".
ფარცხალაძეს არც ტელევიზია აქვს, არც არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს, არც პოლიტიკური პარტია აქვს და მისი ერთი საჯარო განცხადებაც, მგონი, დედამიწის ზურგზე არავის მოუსმენია. ბიზნესი რუსეთში ძალიან ბევრ ქართველს აქვს და ამიტომ ახლა დავერიოთ ყველა ქართველს?! როცა საუბარია, რომ ის ზეგავლენას ახდენდა, რაღაც ფაქტი ან მამტკიცებელი საბუთი უნდა იყოს, რომ დავიჯერო. აქედან გამომდინარე მეტი არგუმენტები გვაინტერესებს, სუს-მა ამიტომაც განაცხადა, რომ მოკვლევას ჩაატარებს, რომ მეტი კონკრეტიკა იყოს ამასთან დაკავშირებით.
შემთხვევითობის კითხვა ჩნდება, როცა არ მოჰყვება გადაწყვეტილებას კონკრეტული არგუმენტირებული ინფორმაცია, ეს შემთხვევითობის სინდრომი ჩნდება. იგივე იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით, არ ითქვა რა გადაცდომა ჰქონდათ, რა ჩაიდინეს ისეთი, რომ ამერიკაში შესვლაზე შეზღუდვა დაუწესდათ", -ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი