ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ, დაადასტურეს, რომ სუს-ი „ფე ეს ბეს“ გავლენის ქვეშაა - ხაბეიშვილი
რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის და სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტურია - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სუს-ის განცხადებას, რომლის მტკიცებითაც, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობა იგეგმება.
ხაბეიშვილისთვის ამ განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე რუსული „ფე ეს ბეს“ გავლენები დადასტურდა.
„რიგითი“ ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ ფარცხალაძის, ანუ რუსული „ფე ეს ბეს“ გავლენის ქვეშ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, არის სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტური. ამ განცხადებით ირკვევა, რომ ჯაშუშების პირთა წრე ბევრად დიდია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, - წერს ხაბეიშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადატრიალების მომზადების მტკიცებულება ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.