აშშ-ის სანქციები ოთარ ფარცხალაძეს - "ოცნება" ამერიკას მტკიცებულებებს სთხოვს

18.09.23 15:05
აშშ-ის სანქციები ოთარ ფარცხალაძეს - "ოცნება" ამერიკას მტკიცებულებებს სთხოვს

აშშ-ის სანქციები ოთარ ფარცხალაძეს - "ქართული ოცნება" ყოფილი გენერალური პროკურორის დაცვის რეჟიმშია. მმართველი გუნდის დეპუტატები ამერიკას ფარცხალაძის დასანქცირების გამო კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენას სთხოვენ.

როგორც დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, მაშინ, როდესაც სახდეპი ამტკიცებს, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით ფარცხალაძე საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენდა, ამერიკამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. 

ბიზნესი ბევრ ქართველს აქვს რუსეთში და ამიტომ დავერიოთ ყველა ქართველს? როდესაც საუბარი არის, რომ ის ამ ზეგავლენას ახდენდა, რაღაც ფაქტი ან მამტკიცებელი ფაქტორი უნდა იყოს, რომ მე, როგორც ერთმა ადამიანმა დავიჯერო, პოლიტიკოსობის გარეშე. 

აქედან გამომდინარე, გვაინტერესებს უფრო მეტი არგუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით და სუს-მა იმიტომაც განაცხადა, რომ ის ჩაატარებს გარკვეულ მოკვლევას, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა იყოს,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები