ფარცხალაძის საქმე ვერ ჩაიფარცხება - რომან გოცირიძე

18.09.23 15:13
 ფარცხალაძის საქმე ვერ ჩაიფარცხება - რომან გოცირიძე

სანქციები ოთარ ფარცხალაძეს - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საქმის ჩაფარცხვას ცდილობს და გამოძიებას ამერიკის მხრიდან ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირებიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგაც არ იწყებს.

როგორც "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, სახდეპის ანგარიშმა დაადასტურა, რომ ოთარ ფარცხალაძე რუსეთის აგენტია და შუამავალია ბიძინა ივანიშვილსა და კრემლს შორის.

რუსეთის აგენტი ყოფილა ოფიციალური შუამავალი ბიძინა ივანიშვილსა და კრემლს შორის, ამას არანაირი მტკიცებულება არ სჭირდება. ისიც საკმარისია, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორი უკრაინაში რუსეთის აგრესიის პერიოდში იღებს რუსეთის მოქალაქეობას და იქ გადასახლდება. ვერასდროს ფარცხალაძის საქმე ვერ ჩაიფარცხება, ეს უნდა იცოდეს სუს-მა და ქართულმა ოცნებამაც. ვინც ამის მიჩუმათებას აპირებს, დაჯდება განსასჯელის სკამზე,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები