ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების უტყუარი საფუძველი არსებობს - ლევან სამუშია

18.09.23 15:16
ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების უტყუარი საფუძველი არსებობს - ლევან სამუშია

"ლელოს" წევრი ლევან სამუშია მიიჩნევს, რომ აშშ-ს მიერ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცახალაძის წინააღმეგ გამოძიება უნდა დაიწყოს. ოპოზიციის წევრის თქმით, ამის ნაცვლად სახელმწიფო სტრუქტურები საქმის ჩაფარცხვით არიან დაკავებულები. 

გამოძიების დაწყების უტყუარი საფუძველი არსებობს, ვინაიდან იმაზე მაღალი სანდოობის წყარო, როგორიც არის ამ შემთხვევაში აშშ და მათი სახელწიფო დეპარტამენტი, მემგონი, არ არსებობს. იქ პირდაპირ არის საუბრი, რომ ფარცხალაძე, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ და საქართველოს ინტერესების საზიანოდ საქმიანობდა, იყენებდა თავის გავლენებს და შესაძლებელია, დავუშვათ, ჯაშუშუბოთაც დაიწყოს გამოძიება. სახელმწიფო სტრუქტურები ერთობლივად მუშაობენ, როგორ არ დადგინდეს სიმართლე, როგორ არ დაიწყოს გამოძიება, - ამბობს სამუშია. 

მსგავსი სიახლეები