პარტიაში ჩემი პოზიცია აღმოჩნდა უმცირესობაში - თამარ კორძაია პარტიის დატოვების მიზეზზე

04.06.21 13:31
პარტიაში ჩემი პოზიცია აღმოჩნდა უმცირესობაში - თამარ კორძაია პარტიის დატოვების მიზეზზე

თამარ კორძაია „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების მიზეზზე საუბრობს. კორძაიასთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა ფაქტი, რომლის თანხმადაც ხათუნა სამნიძემ ფრაქცია გიორგი ვაშაძესთან ერთად შექმნა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მუშაობაზე უარი თქვა.

თამარ კორძაია მიიჩნევდა, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებად მუშაობა მართებული იქნებოდა, თუმცა პარტიაში მის გადაწყვეტილებას მხარდაჭერა არ ჰქონია. 

ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო ჩემთვის ეს და სამწუხაროდ, მომიწია ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ვფიქრობდი, რომ გამომდინარე იქიდან, მონაწილეობას არჩევნებში ვიღებდით ბლოკის სახით, ასევე, იქიდან, რომ რესპუბლიკურ პარტიას სჭირდება დამოუკიდებელი პოზიციონირება ყველა თემასთან დაკავშირებით, რაზეც სულ ვსაუბრობდით, შესაძლებელი იყო პარლამენტის წევრის სტატუსით, უფრაქციოდ გვემუშავა პარლამენტში მე და ხათუნა სამნიძეს, მაგრამ პარტიაში ჩემი პოზიცია აღმოჩნდა უმცირესობაში და აღმოჩნდა, რომ ტექნიკური ფრაქციის გაკეთება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაზეც მე ვლაპარაკობდი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მიმეღო ჩემი საკუტარი გადაწყვეტილება, - ამბობს კორძაია.
 

თამარ კორძაიამ "დეპურბლიკური პარტია" დღეს დატოვა. 

მსგავსი სიახლეები