დებატები პარლამენტში - სარჯველაძე ოპოზიციას სტატუსის საბოტაჟში ადანაშაულებს
დებატები პარლამენტში - სესია "ქართულმა ოცნებამ" დღესაც ოპოზიციაზე თავდასხმით გახსნა. მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციას სტატუსის საბოტაჟში ადანაშაულებს.
სარჯველაძის თქმით, ოპოზიციის მთავარ საზრუნავად, კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა რჩება.
საქართველო არავის დაუდებს ტოლს და არც ერთი კრიტერიუმით არ არის და არც იქნება ხელწამოსაკრავი და დასაწუნებელი სახელმწიფო. საქართველოს თავისი მაჩვენებლებით ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ოპოზიციის მონდომება, ქვეყნის დამსახურება არ ყოფილიყო აღიარებული, იმხანად შედეგიანი აღმოჩნდა. შეიძლება ოპოზიციის ნიშნის მინუს ნიშნითაც შეფასება, რადგან ამ დღემდეც მათ მთავარ საზრუნავად, სამწუხაროდ რჩება კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა". - განაცხადა სარჯველაძემ.