ფარცხალაძის საქმე: "თუ ვინმემ იცის კონსტიტუცია, ეს არის ბატონი ირაკლი - "ოცნება" კობახიძეს ენდობა
ფარცხალაძის საქმე - "ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური ირაკლი კობახიძეს სრულ ნდობას უცხადებს. მმართელი გუნდის წევრის თქმით, თუ ვინმემ ქვეყანაში იცის კონსტიტუცია, ეს სწორედ ირაკლი კობახიძეა.
როგორც კანონი ითვალისწინებს, ისე იქნება. თუ ვინმემ იცის ამ ქვეყანაში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები, იცის ბატონმა კობახიძემ. სხვათა შორის, ეს ის კონსტიტუციაა და ამ კონსტიტუციის ავტორიც იცით თქვენ, რომ ბატონი კობახიძე, რომელსაც არც ხმა მისცეს რიგმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რადიკლაებს ვგულისხმობ, არც განხილვებში მიიღეს მონაწილეობა და დღეს დაარბენინებენ გულის ჯიბით ამ კონსტიტუციას. ხანეთ, ხომ, როგორ უხერხულ მდგომარეობაში არიან?, - ამბობს ღუდუშაური.
ირაკლი კობახიძეს ნდობას უცხადებს ბექა დავითულიანიც. მისი თქმით, თუკი კობახიძემ რაიმე თქვა, ე.ი. ეს ნამდვილად ასეა.
მე კონსტიტუციონალისტი არ ვარ, ირაკლი არის კონსტიტუციონალისტი, ამიტომ ირაკლიმ რაც თქვა, სამართლებრივად ალბათ ასეა. როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასანქცირებენ ხოლმე, ქართველები ხომ არ დაუსანქცირებიათ ასე, სისტემა ავტომატურად რეაგირებს და მათ შორის, ანგარიშები ყადაღდება საერთაშორისოდ სანქცირებული ადამიანების. ასე მუშაობს სისტემა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო არავის სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. პირადაპირ რეაგირება ჰქონდა ეროვნულ ბანკს. საკონსტიტუციოში საჩივრდება ნორმები და არავის წინააღმედგ არაფერი საჩივრდება, - ამბობს დავითულიანი.
ვაშინგტონის შავ სიაში მოხვედრის შემდეგ ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, ყოფილი მთავარი პროკურორის ანგარიშები დაეყადაღებინა. ფაქტს მალევე მოჰყვა "ქართული ოცნების" რეაქცია, ირაკლი კობახიძემ სებ-ი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.