რომან გოცირიძე ეჭვობს, რომ სანქცირებულმა ფარცხალაძემ თანხების რუსეთში გადარიცხვა მოასწრო
მოასწრო თუ არა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი აქტივების რუსეთში გადატანა? - რომან გოცირიძე ამტკიცებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ჯაშუშობაში ბრლდებული ექსპროკურორის ანგარიშების გაყინვა მიზანმიმართულად გააჭიანურა. დეპუტატი ფიქრობს, რომ ამ დროში ფარცხალაძემ ქართული ბანკებიდან რუსეთში ფულის გადარიცხვა მოასწრო.
ამ თემაზე გოცირიძე ეროვნულ ბანკში სადეპუტატო კითხვას გააგზავნის.
გაჩნდა ეჭვები და გვაქვს ჩვენ ინფრომაცია, მაგრამ ამას სჭირდება დადასტურება და თუ საჭირო გახდა საკომიტეტო მოსმენის ჩატარებაც, რომ ამბობენ, რომ რაღაც ფული სხვა ბანკებიდან გადაიტანა „ქართუ ბანკში“. შაბათ-კვირას სვიფტი არ მუშაობს და უცხოეთში ვერ გადარიცხავდა, მაგრამ შიდა გადარიცხვაც ვერ უნდა განეხორციელებინა, ვინაიდან ანგარიში არის დაყადაღებული. ეს საკითხი არის შესასწავლი, მოასწრო თუ არა მან გატანა თავისი ფულის რუსეთში? ხუთშაბათს და პარასკევს რაღაც პაუზა ხომ არ იყო გაკეთებული, რომ მას ესარგებლა. თუნდაც პარასკევს გამოეტანათ ეს გადაწყვეტილება და დაეყადაღებინათ, შაბათ-კვირას შიდა გადარიცხვა ლარებში მაინც შესაძლებელია საქართველოს საბანკო სისტემაში და როგორც ამბობენ, აი, ამ შაბათ-კვირას შეიძლება მომხდარიყო ერთი ბანკიდან „ქართუში“ გადატანა. მე დღესვე უნდა მივმართო ეროვნულ ბანკს სადეპუტატო კითხვით, თუ ეს შეკითხვა არ იქნება დაკმაყოფილებული, მაშინ დავიბარებთ კომიტეტში. პირველ რიგში, კობახიძეს გაუბრაზდებოდა ივანიშვილი და მერე“იმედის“ მეპატრონე რუხაძე, რომელსაც "ლიბერთი ბანკის" აქვს და იმას კიდევ "ქართუ ბანკი". საკმარისია, რომ ეს არ განეხორციელებინა ეროვნულ ბანკს და ეს ბანკებიც მოყვებოდა სანქციის ქვეშ, - ამბობს გოცირიძე.
ვაშინგტონის შავ სიაში მოხვედრის შემდეგ ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, ყოფილი მთავარი პროკურორის ანგარიშები დაეყადაღებინა. ფაქტს მალევე მოჰყვა "ქართული ოცნების" რეაქცია, ირაკლი კობახიძემ სებ-ი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.