საბურავების რევოლუციის ანონსების გაგრძელება - აქუბარდია სუს-ზე
თეონა აქუბარდია სუს-ის მიერ შესაძლო სახელმწიფო გადატრიალებაზე გავრცელებულ განცხადებას საბურავების რევოლუციის ანონსების გაგრძელებას უწოდებს და წარმოუდგენელს უწოდებს იმ ფაქტს, როცა ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ღარიბაშვილ-კალაძის ჩარტერული რეისები უნდა იყოს.
კობახიძე კონსტიტუციის გაკვეთილებს გვიკითხავს მთელს მოსახლეობას და თურმე, ეროვნულ ბანკს შემოწყრა, რომ სანქციები დაადეს სანქცირებულ პირს. ჩვენ ვხედავთ რაღაცა საბურავების რევოლუციის ანონსების გაგრძელებას. წარმოუდგენელია, მაგრამ, მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, ჩარტერული რეისით იყენებს სახელმწიფოს ბორტს, 7 ლარი არის სოციალური დახმარება საბჭოთა რეპრესირებულების მსხვერპლთათვის". - განაცხადა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.