რეკომენდაციის შესრულების კუთხით ყველაფერია გაკეთებული - ბოჭორიშვილი
"ოცნების" წევრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა კრიტერიუმით ეკუთვნოდა და ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი.
მისივე თქმით, რეკომენდაციის შესრულების კუთხით ყველაფერია გაკეთებული.
ვისაც ინტერესი გააჩნია იზრუნოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და ნაკლებად დაკავდეს საქართველოს სტრატეგიული ინტერესებისთვის ძირის გამოთხრით, პროცესი გრძელია და შეუძლია თავისი წვლილიც შეიტანოს წინ ნაბიჯების გადადგმაში ქვეყნის წინააღმდეგ აბსურდული კამპანიების წარმოების ნაცვლად.
საქართველოს ყველა კრიტერიუმით ეკუთვნოდა და ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და დღეს ყველაფერია გაკეთებული რეკომენდაციის შესრულების კუთხით". - განაცხადა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.