"თავით ფეხებამდე გამოხოხებული აგენტი ხარ" - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

19.09.23 13:52
"თავით ფეხებამდე გამოხოხებული აგენტი ხარ" - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - მანჯგალაძემ მმართველი გუნდი რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და ამ კონტექსტში „ხალხის ძალაც“ ახსენა, რასაც ივანიშვილის დეპუტატების განაწყენება მოჰყვა.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა მანჯგალაძეს ასეთი რეპლიკით მიმართა: „თავით ფეხებამდე გამოხოხებული აგენტი ხარ“.

სხდომაზე მანჯგალაძე მიხეილ ყაველაშვილმაც მიმართა.

შენ მანდ რომ გადაჯექი, ხომ არ გგონია, ვერ მოგვწვდები?! - უთხრა ყაველაშვილმა მანჯგალაძეს.

ამის შემდეგ „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი წევრი, მიხეილ ყაველაშვილი საკუთარი ადგილიდან მაჯგალაძესთან გადაჯდა და მათ შორის რამდენიმე წუთიანი საუბარი შედგა. 

მსგავსი სიახლეები