არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ - კალაძე
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქართველოში მეორე ფრომტის გახნის საშუალებას არავის მისცემენ. კალაძე ისე ამტკიცებს, რომ ოპოზიციას ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა უნდა. მისი თქმით, თუ ვინმე მსგავს რამეს გაბედავს, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა.
დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცეებისთვის არ არის მისაღები. არ არის მისაღები იმიტომ, რომ საქართველოს დღეს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დათმობს ქვეყნის ინტერესს და გაატარებს სხვა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე. ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას და შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს საზარბაზნე ხორცად. საქართველო არ იყიდება, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ. ნეტა ვინმემ რამე გაბედოს, ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, თუ ვინმე გაბედავს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, თუ ვინმე გაბედავს არეულობის და რევოლუციების მოწყობას, ამას მოყვება შესაბამისი პასუხი, - ამბობს კალაძე.