ხელი აწიეთ, "ოცნებაში" რომელი თვლით, რომ ფარცხალაძე არის მაგარი კაცი? - მანჯგალაძე
ხელი აწიეთ, "ოცნებაში" რომელი თვლით, რომ ფარცხალაძე არის მაგარი კაცი? - ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობას.
მანგალაძემ სიტყვით გამოსვლისას "ხალხის ძალას" ოცნებასთან" ერთად ფარცხალაძის ფილიალი უწოდა.
ფარცხალაძე იქამდე მივიდა, რომ თქვა, ფარცხალაძე კაცური კაციაო. თურმე, ფარცხალაძე ყოფილა მაგარი კაცი. მე ახლა ვსვამ კითხვას, ადამიანი, რომელიც მხილებულია ჯაშუშობაში, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო ბოტასების ქურდი, რომელი თქვენგანისთვის არის მაგარი კაცი? თუ შეიძლება ხელი რომ აწიოთ, თალაკვაძეს უყვარს თქმა, "ქართულ ოცნებაში" რომელი თვლით, რომ ფარცხალაძე არის მაგარი კაცი? ანუ ჯაშუში ფარცხალაძე ყოფილა ავტორიტეტი, ფარცხალაძე ყოფილა თურმე საქართველოს აღმშენებელი და ბიჭებს, რომელიც უკრაინაში საქართველოს იცავენ, თურმე უნდათ არეულობა საქართველოში. ეს არის თქვენი სტანდარტი. თქვენ, მგონი ფარცხალაძის ფილიალი ხართ პარლამენტში "ქართულ ოცნებასთან" ერთად, იმიტომ, რომ მესიჯებს, რომელსაც ლაპარაკობთ, არის რუსეთის ეფესბეში დაწერილი. თქვენისთანა ხალხის ადგილი არის პოლიტიკურ სანაგვეზე. ".- განაცხადა მანჯგალაძემ პარლამენტში.