პარტია, რომელმაც შექმნა ეს სისტემა, მის დემონტაჟზე არ იზრუნებს - ბადრი ჯაფარიძე სასამართლო რეფორმაზე

04.06.21 15:26
პარტია, რომელმაც შექმნა ეს სისტემა,  მის დემონტაჟზე არ იზრუნებს - ბადრი ჯაფარიძე სასამართლო რეფორმაზე

ოპოზიცია თვლის, რომ სასმართლო სისტემაზე გავლენის დაკარგვას „ქართული ოცნება“ არ შეეგუება. ხელისუფლების ოპონენტებს მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმირების იმედი არ აქვთ. 

პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ვითარების  და სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად ერთობლივი ძალისხმევა  და ხელისუფლების შეცვლაა საჭირო. 

პარტია, რომელმაც შექმნა ეს სისტემა, ის მის დემონტაჟზე არ იზრუნებს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ  „ქართულ ოცნებას“ გადავადგმევინოთ ის ნაბიჯები, რაც საჭიროა ქვეყანაში ვითარების გასაუმჯობესებლად. იგულისხმება, მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.