პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი

04.06.21 15:31
პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სასამართლო სისტემაზე პოლიტიკურ გავლენას უარყოფს. პაპუაშვილის თქმით, სასამართლოზე გავლენას ოპოზიციური ძალები ცდილობდნენ, როდესაც ამა თუ იმ გამოძიების ცატარებას ითხოვდნენ. 

რაიმე პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე არ არსებობს და პირიქით, ჩვენი ოპონენტები როდესაც მოგვიწოდებენ ხოლმე გარკვეული ქმედებების მიმართულებით, სწორედ იმისკენ მოგვიწოდებენ, რომ პოლიტიკური გავლენა განვახორციელოთ და მოვუწოდოთ სასამართლოს როდის ჩაატარონ გამოძიება, როდის არა და ა.შ., - ამბობს პაპუაშვილი.

მმართველი გუნდის წევრი ოპოზიციის და აშშ-ს სწენატორების შეხვედრასაც ეხმაურება. პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ უცხოელმა დეპლომატებს „ნაცინალურ მოძრაობასთან“ მკაცრი საუბარი ჰქონდათ. 

დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჰქონდათ მკაცრი საუბარი, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოაწერონ ხელი 19 აპრილის შეთანხმებას, - ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი.