ლევან ბერძენიშვილმა ,,რესპუბლიკური პარტია" დატოვა
ლევან ბერძენიშვილმა ,,რესპუბლიკური პარტია" დატოვა. როგორც ირკვევა, პოლიტიკოსი ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" შექმნას არ ეთანხმება.
პარლამენტში ახალი ფრაქცია გუშინ შეიქმნა.
დღეს „რესპუბლიკური პარტია“ თამარ კორძაიამაც დატოვა. მისი განმარტებით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი.