ნაცემი აქტივისტები პოლიციას უჩივიან - საქმეს ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

04.06.21 17:26
ნაცემი აქტივისტები პოლიციას უჩივიან - საქმეს ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

გუშინდელ აქციაზე დაშავებული და ხელმოტეხილი ახლგაზრდები პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. ხელმოტეხილმა აქტივისტმა, ნიკა ფარულავამ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ცოტა ხნის წინ მიმართა. ფარულავა, რომელსაც სამართალდამცაველებმა დაკავებისას ხელი მოსტეხეს, გეგმავს, რომ საჩივარს სამედიცინო ცნობა და ტვ პირველის მიერ გადაღებული კადრები დაურთოს, სადაც ჩანს,  რა ვითარებაში აკავებს პოლიცია ახალგაზრდებს.

მე გუშინდელი აქციის მერე ვარ დაზარალებული და ბრალეულობა მიუძღვით ე.წ. სამართალდამცავებს, რომლებიც კანონის მიღმა მოქმედებდნენ და დაიწყეს რეპრესიული მექანიზმების გამკაცრება", - ამბობს ფარულავა.

შეგახსენებთ, გუშინ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები  პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა. დაკავების დროს გიგა მაქარაშვილმა და ნიკა ფარულავამ მოტეხილობები მიიღეს. 

მსგავსი სიახლეები