ოთარ ფარცხალაძემ მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა - ცვლილებები რეესტრში უკვე აისახა
რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა. ცვლილებები საჯარო რეესტრმა დღეს, 20 სექტმბერს ასახა.
დოკუმენტების თანახმად, რომელსაც ტვ პირველის ახალი ამბების სამსახური ავრცელებს, ოთარ ფარცხალაძემ რამდენიმე მილიონის ღირებულების უძრავი ქონება და ბიზნესი შვილს ანდრია ფარცხალზეს აჩუქა.
ოთარ ფარცხალაძემ შვილის სახელზე გადააფორმა ბინები თბილისში, ოფისი, მიწის ნაკვეთები ტაბახმელასა და წყნეთის შავი სასახლე, ასევე ოფისი, კოსტავს 60 ნომერში.
დოკუმენტებს ხელს პირადად ოთარ ფარცხალაძე აწერს, რითაც დასტურდება, რომ ის დღეს, 20 სექტმბერს საქართველოში იმყოფებოდა და ჩუქების ხელშეკრულებასაც ხელი თავად მოაწერა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.
გაირკვა, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
ამასთან, "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული და ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობას უკანოოდ ფლობს.
საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა.