სამძებრო ღონისძიებები კვარიათსა და ქობულეთში - ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდებს ეძებენ

04.06.21 19:03
სამძებრო ღონისძიებები კვარიათსა და ქობულეთში - ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდებს ეძებენ

ამ წუთებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები კვარიათისა და ქობულეთში არიან მობილიზებულევი და ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდებს ეძებენ.

ორივე ახალგაზრდა ზღვაში დღეს, რამდენიმე საათის წინ შევიდა და გაუჩინარდა, რის შემდეგადაც უწყვეტი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

Საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით სამძებრო სამაშველო  Ოპეარაციაში 30-მდე მაშველი, 7 მყვინთავი, ორი კატარღა და დრონებია ჩართული.