თავდასხმა საკრებულოს დეპუტატზე - ნაცემია ირაკლი ეძგვერაძე
თავდასხმა საკრებულოს დეპუტატზე - ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ეძგვერაძე. შემთხვევა გლდანში "ნაციონალურ მოძრაობის" დეპუტატის სახლთან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დეპუტატს 60-მდე ხელკეტყით შეიარაღებული პირი სახლთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ურტყამდნენ მეტალის მძიმე საგნებს.
ამ წუთებში თავდასსხმის ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული. ეძგვერაძეს და მის მეგობრებს მძიმე დაზიანებები აქვთ მიყენებული.
ფიზიკურ ანგარიშსწორებას წინ საკრებულოში ჩხუბი უძღოდა, სადაც ირაკლი ეძგვერაძე და კალაძის მეგობარი დეპუტატი კოტე ზარნაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
სხდომის დასრულების შემდეგ თავდამსხმელების ჯგუფი ნიკა მელიას თანამებრძოლს და მეგობარს სასტიკად გაუსწორდნენ.