საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ჩამოვა

05.06.21 12:20
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ჩამოვა

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი ჩამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, რიკერი  6-13 ივნისს აზერბაიჯანსა და სომხეთშიც გაემგზავრება. 

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 6-13 ივნისს, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების განხორციელებას და გამოხატოს რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკურ განვითარების ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.

საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდება მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადობას, რათა განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია, - წერს აშშ-ს საელჩო.