გამოძიება დაიწყოს დაუყონებლივ - გახარიას გუნდი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს

05.06.21 15:07
გამოძიება დაიწყოს დაუყონებლივ - გახარიას გუნდი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს

გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" ირაკლი კობახიძის გუშინდელ ბრალდებებს პასუხობს. ქემოკლიძის თქმით, კობახიძის განცხადებაზე, სადაც ის ქვეყანაში გადატრიალების შესახებ საუბრობდა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

დადასტურდა ის რასაც ვამბობდით, მმართველი პარტიისთვის აღარ არსებობს წითელი ხაზი. გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრალი დასდო იმ დროისთვის მოქმედ პრემიერ მინისტრს, კობახიძემ თქვა რომ 4 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს მათ შორის ოცნების ამომრჩეველს უმალავდა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იმ პოლიციელების და ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც დღესაც მსახურობენ. ჩვენ ვფიქრობთ რომ ასეთი აბსურდული განცხადებების გარეშე დატოვება კიდვე უფრო დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს, მოვითხოვთ, მმართველი პარტიის ამჟამინდელი განცხადებების კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყონებლივ

ღიმილისმომგვრელია, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა 4 თვის განმავლობაში ამბობდა, რომ დაელოდებოდა ჩვენს ნაბიჯებს და მხოლოდ ამის საფუძველზე გააკეთებდა შეფასებას. როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად, მათ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე დაინახეს, დაიწყეს ამ ისტორიების გამოგონება, რომლის გაგრძელება უკვე დაგვიანონსეს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები დღეს ზრუნავდნენ ხალხზე, ორივე მხარე დღეს გახარიას და „საქართველოსთვის“ ოპოზიციაშია. ისინი ჩვენი პოლიტიკური ძალის და მომავლის შიშმა ისე დააახლოვა და დაამსგავსა ერთმანეთს, რომ მათ შორის მორალური ზღვარი მოიშალა", - თქვა ბრიფინგზე  ქემოკლიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გადამდგარი პრემიერი გიორგი გახარია სააკაშვილთან ერთად შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულა. კობახიძის ვერსიით, გეგმის ნაწილი იყო ის, რომ 19 თებერვლისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან საქართველოში.

მსგავსი სიახლეები