პოლიტიკური ანგარიშსწორება გლდანში - დაკავებულები გირაოს სახით გათავისუფლებას ითხოვენ

25.09.23 15:10
პოლიტიკური ანგარიშსწორება გლდანში - დაკავებულები გირაოს სახით გათავისუფლებას ითხოვენ

თავდასხმა გლდანში პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით - ყურადღების ცენტრში ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოა. განსასჯელის სკამზე ექვსი ადამიანი ზის, მათ შორისაა ე.წ კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ძმა.

ადვოკატები, ჯერჯერობით, არ ამბობენ, გირაოს რა ოდენობით მოითხოვს დაკავებულების გათავისუფლებას.
ტატუ ხუნდაძის ადვოკატი ამბობს, რომ ხუნდაძის გათავისუფლებას 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვს. რაც შეეხება ელგუჯა შუკაკიძეს, ნოდარ შუკაკიძის ძმის ადვოკატი ამბობს, რომ არ იციან, რა ოდენობის გირაოს სანაცვლოდ მოითხოვენ მის გათავისუფლებას. 

საქმეზე წარმოდგენილია ფაქტების და ინფორმაციების ერთობლიობა მოწმეთა გამოკითხვების სახით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ არსებობს ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებს ბრალდებულების მხრიდან მომდინარე გამოძიებისა თუ მართლმსაჯულების ეტაპზე უარყოფითი ჩარევის ფაქტს. ექვსივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობას ვითხოვთ,“ - ამბობს პროკურორი. 

მსგავსი სიახლეები