ვითარება რიონის ხეობაში - მოლაპარაკებაში ევროკავშირის წარმომადგენელი ერთვება
ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობა ერთვება. რიონის მცველის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, მედიატორმა ხეობიდან პოლიციის გაყვანა და სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვა.
მათი მოვალეობაა მედიაციაა მხარეებს შორის, მნიშვნელოვანი საკითხი არის ის რომ პირობები აქვთ წაყენებული იგივე რაზეც ჩვენ უარი გვითხრა ხელისუფლებამ, ეს პირობებია ბარიკადების აღება, პოლიციის გასვლა, სამუშაოების შეწყვეტას და ამის შემდეგ დიალოგს. არ ვიცით იმათ რას ეტყვის ხელისუფლებას", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
დღეს პროტესტის 223-ე დღეა. გუმათში რიონის მცველები კვლავ რჩებიან. 6 ლოკაციაზე კარვებია გაშლილი.