როდის გახდა პრემიერის ოჯახი შეძლებული, მამა კი მდიდარი - ელიტურ კორუფციაში ჩაძირული "ოცნება"

28.09.23 20:26
როდის გახდა პრემიერის ოჯახი შეძლებული, მამა კი მდიდარი - ელიტურ კორუფციაში ჩაძირული "ოცნება"

 

ელიტურ კორუფციაში ჩაძირული ქართული ოცნება. უმძიმესი ფაქტების გასაჯაროების შემდეგ, პრემიერი ერთდროულად თავის მართლებასა და თავდასხმაზე გადავიდა. მე მდიდარი ოჯახი მყავს -  ირწმუნება ღარიბაშვილი, რომელიც წყობიდან გამოიყვანა მისი ქონების შესახებ დასმულმა კითხვებმა.

როდის გახდა, პრემიერის ოჯახი შეძლებული, მამა კი მდიდარი - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში ყველაზე ხშირად სწორედ ღარიბაშვილის გვარი ფიგურირებს. გამოუძიებელ საქმეების სიაში "ტვ პირველის" შაბათის ეთერის ათობით გამოძიება მოხვდა. 

მათ შორის პრემიერის სკანდალური ჩარტერი, მისი მამულები და ცოლის ფეშენებელური წვეულება. პრემიერს პასუხები არა აქვს და თავს კვლევის ავტორებს ესხმის. სახეზეა 144 ელიტური  კორუფციული საქმე, რომლითაც გამოძიება საერთოდ არ ინტერესდება. საუბარია ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებზე. გამოძიებას კითხვები არ აქვს  არც ოთარ ფარცხალაძის დიდძალი ქონების და არც თბილისის მერის კორუფციული გარიგებების შესახებ.  

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები