სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა - ივანიშვილი

07.06.21 11:11
სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა - ივანიშვილი

ივანიშვილი გახარიას წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ირწმუნება, რომ გიორგი გახარია მისი პოლიტიკური პროექტი არ არის. 

ოლიგარქის თქმით, "სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა მისი ხელწერა არასოდეს ყოფილა": 

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს, ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო.

გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს" - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი

მსგავსი სიახლეები