გახარიამ უღალატა სახელმწიფოს - "ქართული ოცნება"

07.06.21 11:08
გახარიამ უღალატა სახელმწიფოს - "ქართული ოცნება"

გახარიამ უღალატა სახელმწიფოს - ამის შესახებ სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გახარიას შესახებ განმარტების გაკეთება საჭიროდ ჩათვალა, რადგან გახარიამ და მისმა გუნდმა სახელმწიფოს და გუნდს უღალატეს. 

ის, რაც გააკეთა გახარიამ, მნიშვნელოვან მომენტში უღალატა სახელმწიფოს და უღალატა გუნდს, ეს იყო ზურგში დანის ჩარტყმა, როდესაც კანონი უნდა აღსრულდეს და ის წინააღმდეგია კანონის აღსრულების და მიდის თანამდებობიდან. ამ კაცის მიზანი იყო, ჩამოეშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. რომ დადიოდნენ და ავრცელებდნენ ჭორებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული გეგმაა, რაც იყო ტყუილი. ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ შეფასება მიეცა ამ სიცრუისთვის და ღალატისთვის, რაც ჩაიდინა გიორგი გახარიამ და მისი გუნდის წევრებმა საბოლოო ჯამში. ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ჩვენ არ გვაქვს მასთან კონტაქტი პოლიტიკურ თემებზე, შეიძლება, ადამიანური კონტაქტი არსებობდეს და ამ ფონზე, როცა ვიღაც ცდილობს, მისი სახელი გამოიყენოს და გამოიყენოს არასწორად", -   ამბობს სოზარ სუბარი. 

მსგავსი სიახლეები