ივანიშვილი მკვდრეთით მაშინ აღდგება ხოლმე, როცა საქმე პირადად მას ეხება - გრიგოლ გეგელია

07.06.21 11:46
ივანიშვილი მკვდრეთით მაშინ აღდგება ხოლმე, როცა საქმე პირადად მას ეხება - გრიგოლ გეგელია

ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადებას, რომელშიც ის გიორგი გახარია სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს, ოპოზიციაში ეხმიანებიან. „ლელოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია, ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს პასუხები არ გააჩნია და მხოლოდ მაშინ ჩნდება,  როდესაც საქმე პირადად მას ეხება.

საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის მკვდრეთით აღდგომა. სამწუხაროა, რომ ივანიშვილს არასდროს არაფერზე არ გააჩნია პასუხები, არც ამ ქვეყნის ეკონომიკურ დაქცევაზე, არც ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯის მოსპობაზე, არც იმაზე, თუ რა ხდება ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, როდესაც მას პიროვნულად ეხება რაღაცა, მაშინ გამოჩნდება ხოლმე და მაშინ აღსდგება მკვდრეთით, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 
 

მსგავსი სიახლეები