შსს-ს ახალი სკანდალი - არასრულწლოვნების ტერორში მხილებული პოლიციელი რურუას საქმეშიც ფიგურირებდა

07.06.21 11:47
შსს-ს ახალი სკანდალი - არასრულწლოვნების ტერორში მხილებული პოლიციელი რურუას საქმეშიც ფიგურირებდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - არასრულწლოვნების ტერორში დადანაშაულებული პოლიციელი გიორგი რურუას საქმეშიც ფიგურირებდა. საუბარია პაპუნა მაჭარაშვილზე, რომელსაც არასრულწლოვნის მშობლები მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. 

გიორგი რურუას მტკიცებით, მაჭარაშვილი იარაღის ჩადების საქმეში ფიგურირებდა. პაპუნა მაჭარაშვილი ირწმუნებოდა, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გიორგი რურუა უკანონო იარაღს ატარებდა. 

პაპუნა, პავლე მაჭარაშვილი ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელია ჩემ საქმეში. ვითომ მან მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია, რომ მე ვითომ უკანონოდ ვატარებ ცეცხლსასროლ იარაღს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩემი საქმის შეკერვა. 

მან რეკორდულ დროში მოახერხა სამ ადგილზე ყოფნა - დიღომში, კონფიდენტთან, შემდეგ სამმართველოში გამომძიებელთან, შემდეგ რუსთაველის გამზირზე პირველ სკოლასთან, რასაც ის ფიზიკურად ვერ მოახერხებდა. 

ის ერთ-ერთი გამოცდილი გამყალბებელია. ის იმ ჯგუფის წევრია, რომელშიც თბილისის სამმართველოს სხვადასხვა პოლიციელები შედიან და სამწუხაროდ, ისინი დღესაც აგრძელებენ თანამდებობებზე ყოფნას. რაც შეეხება მაჭარაშვილს, ის ჩემი დაკავების შემდეგ დააწინაურეს და არასრულწლოვანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის იკავებს" - ამბობს რურუა.