ივანიშვილის მიზანია, გახარია ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშედ აქციოს - ლაშა დამენია

07.06.21 11:56
ივანიშვილის მიზანია, გახარია  ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშედ აქციოს - ლაშა დამენია

ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია, გახარია აქციოს თითქოს ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშედ, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია, ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადებას. დამენია დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტს წარმოადგენს.

ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია, გახარია აქციოს თითქოს ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშედ, სწორედ ამიტომაც აკეთებს ამ განცხადებას. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პროექტად რჩება გახარია. მისი მოღვაწეობის პერიოდში, ის ყოველთვის იყო მონურ მორჩილებაში და ვფიქრობ, არც არასდროს წასულა იმ ორბიტიდან, რასაც ბიძინა ივანიშვილის გავლენები ჰქვია,  - ამბობს ლაშა დამენია.

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმდჯომარე ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არ არის და მეტიც, ყოფილი პრემიერი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. 
 

მსგავსი სიახლეები