ხმაური რაგბის კავშირში - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

07.06.21 12:32
ხმაური რაგბის კავშირში - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

რაგბის კავშირში პოლიციაა მობილიზებული, სამართალდამცავები მას შემდეგ გამოძახეს, რაც მორაგბეები და ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები რაგბის კავშირის პრეზიდენტთან იოსებ ტყემალაძესთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა მათ ოფისის კარი ჩაუკეტეს და შენობაში არ შეუშვეს.

რაგბის კავშირის  ვიცე-პრეზიდენტის ნიკოლოზ ალავიძის თქმით, ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებთან შეხვედრა დღის წესრიგში არ იდგა და მათთან დალაპარაკებაც სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათში" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება გავიდა, საიდანაც ირკვეოდა, რომ დაახლოებით ერთი თვი წინ, რაგბის კავშირში მმართველი პარტიის ლიდერის, ირაკლი კობახიძის, მამას პრეზიდენტის ოთახში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

 

მსგავსი სიახლეები