"ჭორაობის გარეშე..." - გახარია ივანიშვილს პასუხობს
,,ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, პოლიტიკურ წერილს ადრესატი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, ასევე წერილობით პასუხობს:
მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო...
სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს.
ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!",- დაწერა გახარიამ
ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას მიერ მმართველი პარტიის დატოვებასა და ახალი პარტიის ჩამოყალიბებას ვრცელი წერილით ეხმაურება. ოლიგარქმა გახარია დღეს ქვეყნისა და პარტიის ღალატში დაადანაშაულა.