პოლიციის შეფი მირიანი, ე.წ. ავტორიტეტი "კაწრო", "ქურდი" ნოდარი და ბერა - ვინ არის პოლიციელი, ვინც სააკაშვილი დააკავა
ჯგუფური ანგარიშსწორება გლდანში - ვინ უნდა გამოიძიოს საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის საქმე? - "შაბათის ეთერმა" პოლიციის იმ მაღალჩინოსანზე სკანდალური ინფორმაციის მოპოვება შეძლო, რომელიც ამტკიცებს, რომ ირაკლი ეძგვერაძის მხარდამჭერებმა დაკბინეს.
აღმოჩნდა, რომ პოლიციის შეფი, მირიან ქავთარაძე კრიმინალურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირში მყოფი პოლიციის მაღალჩინოსანია.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა ფოტო, რომელიც ზაფხულში რაჭაშია გადაღებული, სურათზე ქავთარაძესთან ერთად, ნახალოვკელი ე.წ. ავტორიტეტი, "კაწროა" გამოსახული.
"კაწრო" თავის მხრივ ნოდარ "გლდანის" ახლო მეგობარია. ფაქტს "პირველებისთვის" მოწოდებული ფოტოებიც ადასტურებს - ნოდარ შუკაკიძის ცოლი "კაწროსთან" და მის მეუღლესთან ერთად ევროპულ არდადეგებზე იმყოფება.
ნოდო "გლდანსიკი" "კაწროსთან", "კაწრო" პოლიციის უფროს მირიან ქავთარაძესთან, ორივე ერთად კი ბერასთან ძმაკაცობს.
მირიან ქავთარაძე სისტემაში ერთ ერთი გავლენიანი პოლიციელია, ოღონდ არა მხოლოდ "შავებთან" მეგობრობის გამო. ზუსტად ორი წლის წინ, მან კონსპირაციულ ბინაში მიხეილ სააკაშვილი დააკავა, მაშინ რიგით პოლიციელს ბიძინა ივანიშვილის მთავარი მეტოქის აყვანა დაუფასეს და სამმართველოს უფროსად დანიშნეს.