ლიდერმა უბრალოდ აიღო, დაგვყარა ასე და მიგვატოვა - წულუკიანი გახარიაზე

07.06.21 12:44
ლიდერმა უბრალოდ აიღო, დაგვყარა ასე და მიგვატოვა - წულუკიანი გახარიაზე

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, გიორგი გახარიას ისევ აკრიტიკებს. მთავრობის წევრის მტკიცებით, გადამდგარი პრემიერი და მისი გუნდი რეგიონებში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ისინი პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ არიან მხარდაჭერილები.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო სიცრუე, მაგრამ როგორც ჩანს, ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი. მართლაც, მისი სახელის გამოყენება ჩვენთვისაც არის დაუშვებელი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ივანიშვილის მსგავსად, გახარია გუნდის ღალატში წულუკიანმაც დაადანაშაულა: 

ლიდერმა უბრალოდ აიღო, ჩვენ დაგვყარა ასე და მიგვატოვა, მაშინ როდესაც კანონი იყო დასაცავი. შესაბამისად, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. როდესაც გაქვს პრეტენზია ლიდერობაზე, გუნდი არ უნდა მიატოვო....   "- დასძინა წულუკიანმა.