რა ჰქვია ამ საქციელს, თუ არა სწორედ ღალატი, იმედგაცრუება - წულუკიანი გიორგი გახარიაზე

07.06.21 13:09
რა ჰქვია ამ საქციელს, თუ არა სწორედ ღალატი, იმედგაცრუება - წულუკიანი გიორგი გახარიაზე

ლიდერმა აიღო, ჩვენ დაგვყარა ასე და მიგვატოვა, - ასე აფასებს კულუტურს მინისტრი, თეა წულუკიანი, ყოფილი პრემიერის ქმედებას.  წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ გიორგი გახარიას ქმედება სწორედაც რომ მოღალატეობრივი იყო. 

ჩვენ ვისმენდით ნიკა მელიას ქმედებებთან დაკავშირებით გუნდის შიგნით იმ ერთიან პოზიციას გიორგი გახარიასგან, რომელიც გვქონდა ჩვენც. იქნებოდა  ეს მთავრობის შიგნით, იქნებოდა ეს უმრავლესობასთან შეხვედრაზე. სხვადასხვა ფორმატში მას ეჭირა ყოველთვის ის პოზიცია, რომელიც ემსახურებოდა კანონის და სამართლის უზენაესობას და უცბად მან მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალა ეს ჩვენება და გაგვაოცა ყველა. როგორც ჩანს, გაოცება მხოლოდ ჩვენი არ იყო და ბიძინა ივანიშვილი მის ამგვარ გასაოცარ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს და რა ჰქვია ამ საქციელს, თუ არა სწორედ ღალატი, იმედგაცრუება, ვინაიდან მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა აიღო, ჩვენ დაგვყარა ასე და მიგვატოვა მაშინ, როდესაც კანონი იყო დასაცავი. რეალურად, მათ თავიანთი ქმედებებით პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი აიძულეს, გამოსულიყო და განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა, რომ ნუ იყენებთ ჩემს სახელს, - აცხადებს წულუკიანი. 
 

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმდჯომარე ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არ არის და მეტიც, ყოფილი პრემიერი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. 

მსგავსი სიახლეები